ულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ «ივერია»-ს 9 წლის იუბილე

2019 წლის 22 დეკემბერს ქ. ოდესაში, საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საზეიმო ღონისძიება «საახალწლო ზღაპარი» გაიმართა, რომელიც საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ «ივერია»-ს 9 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს გახლდათ პირველი დაბადების დღე, რომელიც საქართველოს კულტურულ — საგანმანათლებლო ცენტრმა საკუთარ შენობაში აღნიშნა.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ «ივერია»-ს ხელმძღვანელი, ქალბატონი შორენა გეგეშიძე მიესალმა. ცენტრთან არსებული საკვირაო სკოლა «ანა-ბანა»-ს ყველაზე ახალგაზრდა მოსწავლეებმა სტუმრებისთვის სადღესასწაულო წარმოდგენები მოამზადეს. საქართველოს საკონსულოს სახელით, ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ქ. ოდესაში საქართველოს კონსული ბატონი თორნიკე ბერეკაშვილი. საქართველოს საკონსულომ ცენტრ «ივერია»-ს და საკვირაო სკოლის «ანა-ბანა»-ს ნორჩი ჯგუფის ბავშვებს საზეიმო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს საკონსულოს საჩუქრებს შორის დიდი სიხარული საკვირაო სკოლის «ანა-ბანა»-ს მოსწავლეებში გამოიწვია რბილმა სავარძლებმა (ე. წ. პუფებმა), თუმცა განსაკუთრებული სიურპრიზი და გასაოცარი საჩუქარი საქართველოს საკონსულოსგან ანიმატორების საშობაო გასართობი პროგრამა იყო, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია არა მხოლოდ ღონისძიების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეებს შორის, არამედ ყველა მოზარდს შორის.

გარდა ამისა, ცენტრმა ბიზნესმენ სერგეი რივნისგან და Торговий дім Грузії — სგან საჩუქრად სკამები მიიღეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები, ქ. ოდესაში საქართველოს კონსულის მეუღლე ქალბატონი ნინო ბრეგვაძე, საკვირაო სკოლა «ანა-ბანა»-ს უმცროსი ჯგუფის ბავშვების მშობლები და ნათესავები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მათი უკრაინელი მეგობრები.

ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის ვოკალური საჩუქრით წარსდგა ახალგაზრდა ვარსკვლავი — მომღერლი ნათია ბუგრიძე.



22 грудня 2019 року у Грузинському культурно-освітньому центрі відбувся святковий захід «Новорічна казка», який був присвячений 9-річчю Грузинського культурно-освітнього центру «Іверія». Це був перший День народження, який Грузинський культурно-освітній центр відзначав у власній будівлі. Гостей свята вітала керівниця Грузинського культурно-освітнього центру «Іверія» пані Шорена Гегешидзе. Наймолодші вихованці школи «Ана-Бана» підготували для гостей зворушливі святкові виступи. Від імені Консульства Грузії учасників святкування вітав Консул Грузії у м. Одеса пан Торніке Берекашвілі. Консульством Грузії були підготовлені святкові подарунки для Центру «Іверія» і дітей з молодшої групи школи «Ана-Бана». Серед подарунків Консульства Грузії велику радість у юних вихованців школи «Ана-Бана» Центру «Іверія» викликали улюблені всіма дітьми крісла-мішки, але особливим сюрпризом і яскравим подарунком від Консульства Грузії була новорічна анімаційна програма, яка викликала захоплення і святковий настрій не тільки у наймолодших учасників свята, а й у всіх дорослих. Крім того, Центр «Іверія» отримали у подарунок від бізнесмена Сергія Рівного та Торгового дому Грузії комплект стільців. Серед гостей заходу були співробітники Консульства Грузії у м. Одеса і дружина Консула пані Ніно Брегвадзе, батьки і родичи дітей з молодшої групи школи «Ана-Бана», представники грузинської діаспори та їх українські друзі. Традиційно з вокальним подарунком перед присутніми виступила юна зірка — співачка Натіа Бугрідзе.


INFOPORT.LIVE — новости на всех языках Одессы. Новости от одесситов — одесситам! 

Оставить комментарий

Пожалуйста, напишите ваш комментарий
Пожалуйста, введите ваше имя